ავტორიზაცია

"რაშფორდი უკან ისე მორბოდა, თითქოს ზურგზე მაცივარი ჰქონდა მოკიდებული", - ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი

"რაშფორდი უკან ისე მორბოდა, თითქოს ზურგზე მაცივარი ჰქონდა მოკიდებული", - ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი
თარიღი 21 Sep 2023, 23:25
ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, სტიუარტ პირსმა, „ბაიერნთან“ 3:4 წაგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები გააკრიტიკა.

„რაშფორდი უკან ისე მორბოდა, თითქოს ზურგზე მაცივარი ჰქონდა მოკიდებული. „იუნაიტედი“ დიდი დარტყმის ქვეშ იმყოფებოდა, იმიტომ რომ ზედმეტად ბევრი ფეხბურთელი რჩებოდა უკან. რაშფორდი უკან ძლივს მორბოდა, იგივეს თქმა შეიძლება კაზემიროზეც.

არ ვარ დარწმუნებული, რას ამბობდა ონანა, როცა მაგუაიერს ზაფხულში უყვიროდა, მაგრამ ახლა დროა, იგივე გაიმეოროს - არამარტო მცველების, არამედ მთელი გუნდის მიმართ. ახლა ყველა სულით დაცემულია და ეს მაღელვებს.

„იუნაიტედი“ მატჩის ტემპში ვერ მოხვდა და გაუმართლა, რომ „ბაიერნმა“ მეტი ცივსისხლიანობა არ გამოიჩინა.“, - აღნიშნა პირსმა.