ავტორიზაცია

რასმუს ჰოილუნდმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

რასმუს ჰოილუნდმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა
თარიღი 18 თებ 2024, 21:15
მანჩესტერ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის 25-ე ტურის მატჩში "ლუთონ თაუნს" უპირისპირდება. 

"წითელი ეშმაკების" თავდამსხმელს რასმუს ჰოილუნდს დუბლის გასაფორმებლად 7 წუთი დასჭირდა. ამრიგად, დანიელმა ფორვარდმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა. 

Opta-ს ცნობით, 21 წლისა და 14 დღის ასაკში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის ზედიზედ ექვს მატჩში გაიტანა გოლი.