ავტორიზაცია

რატომ ჩაიშალა მამარდაშვილის ტრანსფერი ბაიერნში?

რატომ ჩაიშალა მამარდაშვილის ტრანსფერი ბაიერნში?
თარიღი 23 მაი 2024, 18:34
"გიორგი მამარდაშვილი: "ჩემი "ბაიერნში" ტრანსფერი გასულ ზაფხულს თითქმის მზად იყო".

"ჩემი აგენტი მიუხენში ბინის საპოვნელად ჩავიდა მაგრამ, როგორც ვიცი, საბოლოოდ, მათ უარი თქვეს ჩემთვის 35 მილიონი ევროს გადახდაზე", - განაცხადა ფეხბურთელმა "Geo team"-თან ინტერვიუში.

მამარდაშვილი დიდი ალბათობით ამ ზაფხულს დატოვებს ვალენსიას, რადგან მის გამო ორი კლუბი იბრძვის, ატლეტიკო მადრიდი და ნიუკასლი.

ქართველმა წლევანდელ სეზონში 36 შეხვედრა ჩაატარა და კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა.