ავტორიზაცია

რატომ გადადიან კონკურენტ კლუბებში სერია A-ს მოთამაშეები

რატომ გადადიან კონკურენტ კლუბებში სერია A-ს მოთამაშეები
თარიღი 12 Sep 2024, 16:47
იტალიის სერია ა-ში, მრავალი წლებია გრანდებში ტოპ ფეხბურთელების გადასვლა გადმოსვლა უცხო არ არის. ორი საკმაოდ დასამახსოვრებელი ტრანსფერი, იტალიურ გრანდებს შორის, 2000-იანი წლების, დასაწყისში შედგა. ინტერში, ადგილი ვერ მოუნახეს, ანდრეა პირლოს და კლარენს ზედორფს, ხოლო მილანში გადაბარგების შემდეგ, ორივე მოთამაშემ საფეხბურთო მწვერვალები დაიპყრო. საკმაოდ ბევრი, მოთამაშეა, რომელმაც იტალიის სამ დიდი გრანდში ითამაშა. საუბარი გვაქვს; მილანზე, ინტერზე და იუვენტუსზე. ამ სამ დიდი კლუბში ნათამაშები აქვთ; ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ლეონარდო ბონუჩის, პატრიკ ვიეირას, ანდრეა პირლოს, რობერტო ბაჯოს, კრისტიან ვიერის და კიდევ სხვებს.

ასევე იტალიაში ხშირია, როდესაც ფეხბურთელი, იუვენტუსის გულშემატკივარი, მაგრამ მილანში ან ინტერში თამაშობს. მსგავსი ფაქტები ხშირად არის დამოკიდებული, ფეხბურთელის დაბადების ადგილზე, ან მისი ოჯახის საკლუბო ინტერესებზე. იტალიაში ფეხბურთი რელიგიის მსგავსია და ჩვენ ხშირად შევხვდებით ისეთ მოვლენად, როგორიც არის ოჯახური მემკვიდრეობა, კლუბების მხრივ. ასევე გასახსენებელი, ფედერიკო ბერარდესკის, დუშან ვლაჰოვიჩის და ფედერიკო კიეზას მაგალით, სამივე მოთამაშე ფიორენტინას ღირსებას იცავდა, ქომაგები მათ აღმერთებდნენ, მაგრამ სამივე ეს ფეხბურთელი იუვენტუსში გადავიდა. ამით გუნდი სერიოზულად გაძლიერდა, მაგრამ გულშემატკივრებმა ეს მოთამაშეები შეიძულეს და მათი ჩასვლა ფლორენციაში, გამაყრუებელ სტვენას უდრიდა.

სხვა კლუბში თამაში და სხვა კლუბის ქომაგობა ეს არაა უცხო აპენინებისათვის. კარგი მაგალითია მანუელ ლოკატელი, რომელიც 11 წლის ასაკიდან მილანის სკოლაში თამაშობდა, როდესაც მოვიდა მილანთან კონტაქტის გახანგრძლივების დრო, ლოკატელიმ ეს იუარა და გადაბარგდა ჯერ სასუოლოში სადაც, კარგად გაიწაფა რობერტო დე ძერბისთან, ხოლო შემდეგ აიხდინა ოცნება და გადავიდა იუვენტუსში და ამას არც მალავდა თავის აღტაცებას და სიხარულს იუვეში გადასვლით.

ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ, ძმები ბაჯოების მაგალით, ფრანკო ბარეზი მილანის კაპიტანი და ლეგენდაა, ხოლო მისი ძმა ჯუზეპე ინტერსი ღირსებას იცავდა და არა ერთხელ გადაკვეთილან ძმები მწვანე მინდორზე მოსისხლე მტრების მაისურებით.

იტალიაში ბოლო წლებში ქრება, კლუბის სიყვარული, რომელიც ადრე ფეხბურთელებს აკადემიიდან მოჰყვებოდათ და რთული დასაჯერებელი იყო, რომ ერთი გრანდიდან მეორეში გადასვლა იყო შესაძლებელი. დღეს დიდი როლს თამაშობს ფინანსები, რომელიც ტოპ კლუბებს აქვთ და მათ ცდუნებას ფეხბურთელები ვერ უძლებენ და კლუბები კონკურენციას ვერ უწევენ.