ავტორიზაცია

რატომ გამოტოვა ჩაკვეტაძემ უოტფორდის წინა მატჩი?

რატომ გამოტოვა ჩაკვეტაძემ უოტფორდის წინა მატჩი?
თარიღი 09 აგვ 2023, 01:08
ინგლისის თასზე "უოტფორდი" "სტივენეჯის" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში სენსაციურად, პენალტების სერიაში დამარცხდა.

"უოტფორდის" ქართველი ახალწვეული გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ ყოფილა და ამის მიზეზი ტრავმაა.

მატჩის წინა ვარჯიშზე ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და მთავარმა მწვრთნელმა მისი დაყენება არ გარისკა.

ცნობილია ისიც, რომ ტრავმა მძიმე არ არის და ჩემპიონშიფის მომდევნო მატჩისთვის, რომელსაც "უოტფორდი" 12 აგვისტოს ჩაატარებს, ჩაკვე მზადყოფნაში იქნება.