ავტორიზაცია

რატომ ტოვებს ლეო მესი ბოლივიასთან დღევანდელ მატჩს?

რატომ ტოვებს ლეო მესი ბოლივიასთან დღევანდელ მატჩს?
თარიღი 13 Sep 2023, 01:39
ამ წუთებში 2026 წლის მუნდიალის შესარჩევის მატჩი, ბოლივია - არგენტინა მიმდინარეობს (0:2, მეორე ტაიმი).

არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი, ამ მატჩის განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა.

TyC Sports-ის ინფორმაციით, ეკვადორთან (1:0) მატჩის შემდეგ, ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც გადაწყდა, რომ ლეო დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

მის გარეშე დარჩენილ გუნდს ანხელ დი მარია გაუძღვა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და არგენტინა მეორე ტაიმისთვის კომფორტული უპირატესობით იგებს.