ავტორიზაცია

რატომ წავიდა ტიაგო ბარსელონადან? - ჰანსი ფლიკის პასუხი

რატომ წავიდა ტიაგო ბარსელონადან? - ჰანსი ფლიკის პასუხი
თარიღი 17 აგვ 2024, 19:48
ბარსელონას სამწვრთნელო შტაბში გატარებული 1 თვის შემდეგ, ტიაგო ალკანტარამ კლუბი დატოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბარსას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მედიასთან კომენტარი გააკეთა: "ტიაგოს საკუთარ ოჯახზე ფოკუსირება სურს, რაც გასაგებია. შესაძლოა, ის დაბრუნდეს."

"ბლაუგრანაში" ალკანტარას როლი ფლიკისთვის ადაპტაციაში დახმარება და ენის ბარიერის დაძლევა იყო. გადაწყვეტილი გახლდათ, რომ ტიაგო გუნდში მხოლოდ პრესეზონზე იქნებოდა, მაგრამ გამორცხული არაა, მომავალში ის კლუბს დაუბრუნდეს.

ტიაგო ალკანატამ საფეხბურთო კარიერა მიმდინარე ზაფხულში დაასრულა.