ავტორიზაცია

"რატომ ვარჩიეთ პოჩეტინო?" - ჩელსიში განმარტება გააკეთეს

"რატომ ვარჩიეთ პოჩეტინო?" - ჩელსიში განმარტება გააკეთეს
თარიღი 29 მაი 2023, 23:29
მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" ახალ მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინო დაინიშნა.

კლუბის ხელმძღვანელობა აკეთებს განმარტებას, თუ რატომ არჩიეს ამ პოზიციაზე არგენტინელი სპეციალისტი.

"მაურისიო ყველაზე მეტად ჯდებოდა ჩვენს სტანდარტებში. გამოცდილება, ლიდერული თვისებები - ეს ყველაფერი ჩელსის ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

მას სხვადასხვა ქვეყანაში უმუშავია და იცის, ვის რა სჭირდება. პოჩეტინო ტაქტიკურად კარგად განსწავლულია და წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარება", - ავრცელებს განცხადებას კლუბის ოფიციალური საიტი.