რაულს შეუძლია ლა ლიგის გუნდს უხელმძღვანელოს
მადრიდის "რეალის" ლეგენდამ რაულ გონსალესმა შესაძლოა ლა ლიგის კლუბს უხელმძღვანელოს.
რაული უკვე ოთხი წელია მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობს. სპეციალისტი ამ ეტაპზე "ვილიარეალში" გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს.
Marca-ს ცნობით, 46 წლის სპეციალისტი "ვილიარეალის" მთავარი მწვრთ
ნელის პოსტზე კანდიდატთა სიაშია.
მოგეხსენებათ, რომ გუშინ "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" მწვრთნელის პოსტიდან კიკე სეტიენი გაათავისუფლა.
რაული უკვე ოთხი წელია მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობს. სპეციალისტი ამ ეტაპზე "ვილიარეალში" გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს.