"რეალ მადრიდი ჩვენს მხარეს ბურთს 24 წუთის განმავლობაში ვერ შეეხო" | ჰანსი ფლიკი

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კომენატარი გააკეთა, სადაც მან მის სამომავლო გეგმებზე, რონალდ არაუხოზე და რეალ მადრიდთან მატჩზე ისაუბრა.
"ახალი ხელშეკრულება? ახლა ამაზე სალაპარკოდ დრო არ არის, მაგრამ რათქმაუნდა ბარსელონაში დარჩენა კიდევ ერთი წელი მინდა, აქ ძალიან ბედნიერი ვარ," - ჰანსი ფლიკი.
"ჩვენ ვესაუბრეთ რონალდ არაუხოს, ყველამ დაუშვა შეცდომა მილანში.. ყველა რაღაც მომენტში ვცდებით, პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ვყოფილვართ ასეთ სიტუაციაში, მთავარია ამას როგორ გაუმკლავდები, ამიტომ მინდა არაუხოს დაცვა. ის არ არის ერთადერთი ვინც შეცდომა დაუშვა," - ჰანსი ფლიკი.
"როდესაც ხედავ, რომ რეალ მადრიდი ბურთს ჩვენს მხარეს 24 წუთის განმავლობაში ვერ ეხება, ეს გვაჩვენებს ჩვენი პრესინგის ძალას," - ჰანსი ფლიკი.
ჰანსიმ ბარსელონა ამ სეზონში ჩაიბარა და გუნდთან ერთად უკვე შეძლო ორი ტიტულის მოგება და მესამეს მოგებასთან ძალიან ახლოს არის.