ავტორიზაცია

რეალ მადრიდი ესპანეთის თასზე ბრძოლას გამოეთიშა

რეალ მადრიდი ესპანეთის თასზე ბრძოლას გამოეთიშა
თარიღი 15 Jan 2026, 03:16
კოპა დელ რეის მერვედფინალში მადრიდის რეალი სენსაციურად დამარცხდა ალბასეტესთან, ანგარიშით 2:3.

ალვარო არბელოასთვის ეს შეხვედრა სადებიუტო იყო, "სამეფო კლუბის" თავკაცის რანგში და მან თავის სადებიუტო მატჩში გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა და ბერნაბეუს ბინადრები ალბასეტესთან დამარცხდნენ და ესპანეთის თასზე ასპარეზობას გამოეთიშნენ.

გოლების ავტორები: ხავი ვილარი, ფრანკო მასტანტუონო, ხეფტე ბეტანკორი (დუბლი), გონსალო გარსია.