ავტორიზაცია

რეალ მადრიდი მბაპეს პრეზენტაციას 16 ივნისს გეგმავს

რეალ მადრიდი მბაპეს პრეზენტაციას 16 ივნისს გეგმავს
თარიღი 13 ივნ 2024, 12:23
კილიან მბაპეს საგა 3 ივნისს დასრულდა და ფრანგი ვარსკვლავი რეალ მადრიდს საბოლოოდ შეუერთდა.

Relevo-ს ინფორმაციით, მადრიდული კლუბი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მბაპეს წარდგენას 16 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალიდან 2 დღის შემდეგ გეგმავს. მოსალოდნელია, რომ 80,000-იანი სტადიონი კილიანის პრეზენტაციისთვის ბოლომდე გაივსება.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტია და, შესაძლოა, მბაპე რეალ მადრიდში წარდგენისას კიდევ უფრო ბედნიერი იყოს.