რეალ მადრიდი ვინისიუს ჟუნიორის ტრავმას ადასტურებს
რეალ მადრიდი ადასტურებს, რომ ვინისიუს ჟუნიორი ტრავმირებულია.
ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ ბრაზილიელს კისრის არეში დაზიანება აღენიშნება და დასვენება სჭირდება, რათა საუკეთესო კონდიციას დაუბრუნდეს.
სავარაუდოდ, 24 წლის შემტევი ბრაზილიის ნაკრებს არ შეუერთდება და ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე მადრიდში დარჩება.
ვინიმ ტრავმა გუშინ, ვილიარეალთან მატჩში მიიღო.