ავტორიზაცია

რეალ მადრიდისა და დორტმუნდის დაპირისპირებები

რეალ მადრიდისა და დორტმუნდის დაპირისპირებები
თარიღი 28 May 2024, 14:20
ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებები ყოველთვის განსაკუთრებულ და საინტერესო დაპირისპირებებს გვპირდება და არც ამ სეზონის ფინალური მატჩია გამონაკლისი, რომელიც 2024 წლის პირველ ივნისს გაიმართება. 

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ინგლისში, უემბლის სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს მადრიდის ,,რეალი" და ბორუსია დორტმუნდი დაუპირისპირდებიან.

მადრიდის ,,რეალი" და დორტმუნდი ერთმანეთს პირველად 1997/98 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც მადრიდელებმა სანტიაგო ბერნაბეუზე გერმანელბს 2:0 სძლიეს, განმეორებით მატჩში (გერმანიაში) მატჩი ფრედ მორჩა და სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

გიზიარებთ ამ ორი გუნდის ურთიერთაპირისპირებების ისტორიას:

1. რეალ მადრიდი 2:0 დორტმუნდი (1997/98) ნახევარფინალი
2. დორტმუნდი 0:0 რეალ მადრიდი (1997/98) ნახევარფინალი
3. რეალ მადრიდი 2:1 დორტმუნდი (2002/03) ჯგუფი C
4. დორტმუნდი 1-1 რეალ მადრიდი (2002/03) ჯგუფი C
5. დორტმუნდი 2-1 რეალ მადრიდი (2012/13) ჯგუფი D
6. რეალ მადრიდი 2-2 დორტმუნდი (2012/13) ჯგუფი D
7. დორტმუნდი 4-1 რეალ მადრიდი (2012/13) ნახევარფინალი
8. რეალ მადრიდი 2-0 დორტმუნდი (2012/13) ნახევარფინალი
9. რეალ მადრიდი 3:0 დორტმუნდი (2013/14) მეოთხედფინალი
10. დორტმუნდი 2:0 რეალ მადრიდი (2013/14) მეოთხედფინალი
11. დორტმუნდი 2:2 რეალ მადრიდი (2016/17) ჯგუფი F
12. რეალ მადრიდი 2:2 დორტმუნდი (2016/17) ჯგუფი F
13. დორტმუნდი 1:3 რეალ მადრიდი (2017/18) ჯგუფი G
14. რეალ მადრიდი 3:2 დორტმუნდი (2017/18) ჯგუფი G

აღნიშნულ გუნდებს შორის სულ 14 შეხვედრა გაიმართა, აქედან რეალ მადრიდმა 6 მოიგო, ხოლო 5 თამაში ფრედ დასრულდა, დანარჩენი კი დორტმუნდმა მოიგო.