რეალ მადრიდმა მალიორკასთან ქულები დაკარგა

ლა ლიგის პირველ ტურში, მალიორკასა და რეალ მადრიდს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
ვარსკვლავური შემადგენლობით მოთამაშე "ლოს ბლანკოსმა" მე-13 წუთზე, როდრიგო გოესის გოლით ანგარიში გახსნა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო. მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე ვედატ მურიქიმ წონასწორობა აღადგინა და თავისი გუნდი წაგებას გადაარჩინა.
მე-2 ტურში მალიორკა ოსასუნას (24 აგვისტო, 19:00) დაუპირისპირდება, რეალ მადრიდი კი - ვალიადოლიდს (25 აგვისტო, 19:00).
ამ მომენტისთვის, ლა ლიგაში პირველ ადგილზე ბარსელონა იმყოფება.