რეალი დაცვის გაძლიერებას გეგმავს — სიაში სამი ცენტრალური მცველია

რეალ მადრიდში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. იმის გათვალისწინებით, რომ დავიდ ალაბა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, ხოლო ანტონიო რუდიგერის ახალი კონტრაქტის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია, სამეფო კლუბში ახალი ცენტრალური მცველის დამატებაზე უკვე ალაპარაკდნენ.
ჩაბი ალონსოს მოთხოვნით, მადრიდული გრანდი 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ ერთ ცენტრალურ მცველს დაიმატებს. კლუბთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, რეალში რამდენიმე ფეხბურთელი უკვე მოსწონთ, მათ შორის მარკ გეჰი, იბრაჰიმა კონატე და დაიო უპამეკანო. ამ მოთამაშეების მიმართ ინტერესი რეალური და დადასტურებულია.
ზემოხსენებული ფეხბურთელები სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან, ასეთ დროს კი რეალ მადრიდი ყველაზე საშიშია — როგორც მოგეხსენებათ, სამეფო კლუბს თავისუფალი აგენტების დამატების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, მადრიდელები მომავალ წელსაც შეეცდებიან საინტერესო ფეხბურთელების სრულიად უფასოდ გაფორმებას.
რეალ მადრიდში სხვა მცველებსაც ყურადღებით აკვირდებიან და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მადრიდელების პოტენციური სამიზნეების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.