ავტორიზაცია

"რეალი ფავორიტია? - ერთი რამ არ დაგავიწყდეთ", - დორტმუნდის მწვრთნელის კომენტარი

"რეალი ფავორიტია? - ერთი რამ არ დაგავიწყდეთ", - დორტმუნდის მწვრთნელის კომენტარი
თარიღი 01 Jun 2024, 11:58
დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა დორტმუნდსა და მადრიდის რეალს შორის.

მატჩის წინ კომენტარი ბორუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა გააკეთა.

"დორტმუნდი არის გუნდი, რომელმაც კარი მშრალად ამ ტურნირზე ყველაზე მეტჯერ შეინახა და ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს.

ვიცით, რომ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ამ ტურნირზე ყველაზე წარმატებულია და მათთან მოგება ყველას უჭირს.

რეალი ფავორიტია? - ფავორიტი ჩვენთან პსჟ და სხვა გუნდებიც იყვნენ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, დღეს ფინალში ვართ", - განაცხადა ტეზიჩმა.