ავტორიზაცია

რეალი ფეხბურთელების გაყიდვით 350 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს

რეალი ფეხბურთელების გაყიდვით 350 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს
თარიღი 20 Oct 2025, 13:22
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა.

ესპანური მედიის ცნობით, სამეფო კლუბი ზაფხულში ვინისიუსს და როდრიგოს ტრანსფერზე დააყენებს და ორივე ფეხბურთელს ჯამში 350 მილიონ ევროდ შეაფასებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულში ვინისიუსის ტრანსფერზე არაბული კლუბები აქტიურად მუშაობდნენ და მზად იყვნენ მის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გადაეხადათ. როდრიგოს გაფორმება კი არსენალს სურდა და მის სანაცვლოდ რეალმა 150 მილიონი ევრო მოითხოვა.