ავტორიზაცია

რეალი საინტერესო ტრანსფერს ამზადებს - AS

რეალი საინტერესო ტრანსფერს ამზადებს - AS
თარიღი 13 იან 2020, 19:55
"რეალი" "მალაგას" თავდამსხმელ უგო ვალიეხოსთვის იბრძვის, წერს AS.

მადრიდული გრანდი დიდი ხანია 19 წლის ესპანელს აკვირდება და ტრანსფერის განხორციელებას ამ ზამთარს გეგმავს.

"მალაგა" გასულ ზაფხულს ახალგაზრდა ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობდა, მაგრამ ვალიეხომ ახალ ხელშეკრულებაზე უარი თქვა.

"სამეფო კლუბი" მზადაა ტალანტი იყიდოს და "მალაგაში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დატოვოს.

მიმდინარე სეზონში ვალიეხომ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში 5 მატჩი ჩაატარა.