რეალი ცენტრალური მცველის დამატებაზე მუშაობს და ორ კანდიდატს განიხილავს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.
ესპანური მედიის ცნობით, სამეფო კლუბი იბრაჰიმა კონატეს და დაიო უპამეკანოს აკვირდება — აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებათ და ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან.
როგორც ირკვევა, რეალის ხელმძღვანელობა უპამეკანოს წარმომადგენლებთან უკვე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს და მხარეების პირადი კონტრაქტის შეთანხმებასთან ახლოს არიან.

