ავტორიზაცია

"რეალი ყოველთვის მიყვარდა, მაშინაც კი, როცა მამარცხებდა", - კიელინიმ ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა

"რეალი ყოველთვის მიყვარდა, მაშინაც კი, როცა მამარცხებდა", - კიელინიმ ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა
თარიღი 01 Aug 2022, 17:59

"იუვენტუსის" ყოფილმა, ამჟამად კი "ლოს ანჯელესის" ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ "რეალში" გადასვლა შეეძლო.

– MLS-ი და "ლოს ანჯელესი" აირჩიე. ესპანეთიდანაც გქონდა წინადადებები?

"არა, რადგან ჩემი ერთადერთი კლუბი "იუვენტუსია", გულახდილად ვამბობ. მინდოდა რაღაც ახალი მომესინჯა, MLS-ი და ეს გუნდი კი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო იმისთვის, თუ სად უნდა გავატარო კარიერის ბოლო წლები, აგრეთვე ახალი ქალაქის, ახალი კულტურის, სპორტის ახალი სახისა და ბიზნესის აღმოსაჩენად. ეს არის ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი".

– 2021 წელს RAI-მ დაწერა, რომ შენით "რეალი" ინტერესდებოდა.

"არა, არა... სიმართლე ისაა, რომ ბოლო წლებში სხვა ევროპულ გუნდში გადასვლაზე არასოდეს მიფიქრია, რადგან "იუვენტუსზე" ძალიან მიჯაჭვული ვარ. "რეალთან" ახლოს ვიყავი, თუმცა 2010 წელს, ძალიან, ძალიან ადრე".

– ეს მოურინიოს გამო არ მოხდა, რომელსაც კარვალიო სურდა, არა?

"დიახ, დიახ, მოურინიო".

– კონკრეტულად რა მოხდა?

"არ ვიცი, ახალგაზრდა ვიყავი. კლუბებიც არ შეთანხმებულან. ვფიქრობ, გამიმართლა, რომ მთელი კარიერა "იუვენტუსში" გავატარე. რა თქმა უნდა, "რეალი" ფანტასტიკური კლუბია, ამას შორიდან ვხედავ. ყოველთვის მიყვარდა, მაშინაც კი, როცა მამარცხებდა".

– არასდროს გინანია, რომ "რეალში" არ გითამაშია?

"საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, თუ როგორ გაატარე მთელი კარიერა და ისეთი კლუბის ისტორიაში შეხვედი, როგორიც "იუვენტუსია", იმ ყველაფრით, რაც მან მომცა, სხვა გუნდზე ფიქრი შეუძლებელია. ჩემი აზრით, გამიმართლა", - ციტირებს ვეტერანი იტალიელის სიტყვებს Marca.