ავტორიზაცია

რეალი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მილანის ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

რეალი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მილანის ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
თარიღი 03 May 2025, 12:29
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეალი მომავალ სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებს და არაერთ ფეხბურთელს დაიმატებს.

diarioas-ის ცნობით, სამეფო კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მილანის მარცხენა მცველი, ტეო ერნადნესი იქნება და მის გაფორმებას ზაფხულში შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი მილანში 2019 წელს სწორედ რეალიდან გადავიდა და როსონერის მაისურით ჩატარებულ 259 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 45 ასისტი გაიფორმა.