რეალის დაგეგმილი სამი ქულა — სამეფო კლუბმა კაირათი გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, მადრიდის რეალი ალმატის კაირათს ესტუმრა და მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრის ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით 25-ე წუთზე მბაპემ გახსნა, რომელმაც 52-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. ფრანგმა შემტევმა, 74-ე წუთზეც აიღო მეტოქის კარი და ჰეთ-თრიკი ჩაიწერა აქტივში. 83-ე წუთზე, კამავინგამ გამოიჩინა თავი, ხოლო 93-ე წუთზე, გოლი ბრაჰიმ დიასმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 0-5 დააფიქსირა.
კაირათი 0-5 რეალი
გოლები: 0-1, 0-2, 0-3 მბაპე (25', 52', 74'), 0-4 კამავინგა (83'), 0-5 ბრაჰიმ დიასი (90+3')
მეორე მატჩი იტალიაში გაიმართა, სადაც ბერგამოს ატალანტამ ბრიუგე მიიღო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, ბერგამოელებმა მეორე ნახევარში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.