ავტორიზაცია

რეალის დაგეგმილი სამი ქულა — სამეფო კლუბმა ოვიედოს სამი უპასუხო გოლი გაუტანა

რეალის დაგეგმილი სამი ქულა — სამეფო კლუბმა ოვიედოს სამი უპასუხო გოლი გაუტანა
თარიღი 25 Aug 2025, 01:41
ესპანეთის ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონის მე-2 ტურში, მადრიდის რეალი ოვიედოს ესტუმრა და მეტოქე მარტივად, 3-0 დაამარცხა.

მატჩის ანგარიში კილიან მბაპემ 37-ე წუთზე გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 93-ე წუთზე, მეტოქის კარი ვინისიუს ჟუნიორმა აიღო და საბოლოო ანგარიში, 0-3 დააფიქსირა.

ესპანეთის ლა ლიგის მეროე ტურის შემდეგ, სამეფო კლუბს 6 ქულა აქვს, ხოლო ოვიედოს უქულოდ არის. მომდევნო ტურში ჩაბი ალონსოს გუნდი სანტიაგო ბერნაბეუზე მალიორკას უმასპინძლებს.