რეალის დირექტორი: "ის, რომ მოდრიჩი ჩვენს გუნდშია, ფუფუნებაა"
"რეალის" დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ გუნდის ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი შეაქო.
მადრიდული გრანდის ფუნქციონერმა მიანიშნა, რომ 35 წლის ხორვატი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
"ისეთი ფეხბურთელები, როგორიც მოდრიჩია, ფეხბურთს უკეთესს ხდიან. ის, რომ იგი ჩვენს გუნდშია, ფუფუნებაა".
"ძალიან, ძალიან ბევრი მისცა "რეალს" და ამის გაკეთებას გააგრძელებს კიდეც", - ციტირებს ბუტრაგენიოს სიტყვებს MARCA.
მოგეხსენებათ, მოდრიჩი "სამეფო კლუბის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.