ავტორიზაცია

რეალის დირექტორმა მოდრიჩის მომავალთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა

რეალის დირექტორმა მოდრიჩის მომავალთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
თარიღი 25 Jan 2021, 20:26
"რეალის" ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მადრიდელთა დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ დაადასტურა, რომ 35 წლის ხორვატი კლუბში დარჩება.

"ისეთი ფეხბურთელები, როგორიც მოდრიჩია, ფეხბურთს უკეთესს ხდიან. ის, რომ იგი ჩვენს გუნდშია, ფუფუნებაა".

"ძალიან, ძალიან ბევრი მისცა "რეალს" და ამის გაკეთებას გააგრძელებს კიდეც", - ციტირებს ბუტრაგენიოს სიტყვებს MARCA.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა მოდრიჩს მადრიდულ გრანდთან 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ნახევარმცველმა "რეალის" რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.