ავტორიზაცია

რეალის ექს-პრეზიდენტი: "მესის ბარსელონდანად წასვლა, ლა ლიგისთვის კატასტროფაა"

რეალის ექს-პრეზიდენტი: "მესის ბარსელონდანად წასვლა, ლა ლიგისთვის კატასტროფაა"
თარიღი 27 Aug 2020, 01:49
მადრიდის "რეალის" ექს-პრეზიდენტი რამონ კალდერონი ლეო მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლას ეხმაურება.

დიდია იმის ალბათობა, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა კატალონიური გრანდი ამ ზაფხულს დატოვოს.

"გაგვიმართლა, რომ ლა ლიგაში 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს 2 საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობდა - მესი და რონალდუ.

კრიშტიანუმ ლა ლიგა დატოვა და თუ მესი ბარსელონადან წავა, ეს ლა ლიგისთვის საერთოდ კატასტროფა იქნება", - ამბობს კალდერონი.