ავტორიზაცია

რეალის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რეალის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თარიღი 26 იან 2021, 01:31
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" მცველს ნაჩო ფერნანდესს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა და დაწერა, რომ ნაჩო კარანტინშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი ზინედინ ზიდანსაც დაუდასტურდა.

სამეფო კლუბი შემდეგ მატჩს 30 იანვარს, "ლევანტეს" წინააღმდეგ გამართავს.