რეალის ხელმძღვანელობა ბარსელონასთან მატჩში ანჩელოტის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო დარჩა
„ბარსელონასთან" თასის პირველ ნახევარფინალში „რეალის" მიერ ნაჩვენებმა თამაშმა გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დატოვა.
ESPN-ს ინფორმაციით, „რეალის" ზემდგომმა პირებმა ანჩელოტი გეგმა ბ-ს არქონის გამო გააკრიტიკა, რაც აშკარად გამოჩდა იმაშიც, რომ „ბარსამ" გუნდს კარის ჩარჩოში ზუსტად ერთხელაც არ დაარტყმევინა.
როგორც წესი „რეალის" კრეატივი შეტევაში ძირითადად ვინისიუსისგან მოდის, მაგრამ ბრაზილიელი რონალდ არაუხომ კარგად ამოკეტა, სხვა გზა მადრიდელებმა მეტოქის დაცვის გასაღრვევად კი ვერ მოიფიქრეს.
ანჩელოტიმ გადაწყვიტა, 37 წლის ლუკა მოდრიჩი და 33 წლის ტონი კროოსი მოედანზე ერთად პირვლეივე წუთებიდან დაეყენებინა, რაც ასევე კითხვებს იწვევს, რადგან ყველასთვის გასაგები იყო, რომ გუნდს ფიზიკურად დამღლელი და რთული თამაში ელოდა.
კითხვებს იწვევდა დანი კარვახალის და ნაჩოს თამაშიც. კარვახალისგან გაცილებით მეტს ელოდნენ შეტევაში, ნაჩომ კი, რომელიც მარცხენა ფლანგზე ტრავმირებულ ფერლან მენდის და დავიდ ალაბას ცვლიდა, შეტევაში ასვლა და ვინისიუსის დახმარება ვერ შეძლო.