რეალის ლეგენდების გვერდით — ვინისიუსის საოცარი შედეგი სამეფო კლუბში

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, სადაც რეალი ბარსელონასთან 3-2 დამარცხდა, სამეფო კლუბის შემტევი, ვინისიუსი ჟუნიორი კლუბის ისტორიაში შევიდა.

აღნიშნულ მატჩში 25 წლის ბრაზილიელმა გოლი გაიტანა და რეალის ლეგენდების გვერდით აღმოჩნდა. ვინისიუსს რეალის მაისურით ფინალებში უკვე 16 შედეგიანი მოქმედება (გოლი და ასისტი) დაუგროვდა და თანარეკორდსმენი გახდა.
ვინისიუსის მსგავსად, რეალის მაისურით ფინალებში 16-16 გოლი და ასისტი კრიშტიანუ რონალდუს, კარიმ ბენზემას და ფერენც პუშკაშს აქვთ გაფორმებული. მე-5 ადგილს კი 13 შედეგიანი მოქმედებით ალფრედო დი სტეფანო იკავებს.


