ავტორიზაცია

რეალის მნიშვნელოვანი სამი ქულა — სამეფო კლუბმა სევილია დაამარცხა

რეალის მნიშვნელოვანი სამი ქულა — სამეფო კლუბმა სევილია დაამარცხა
თარიღი 21 Dec 2025, 02:17
ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში, მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე სევილია მიიღო და მეტოქე 2-0 დაამარცხა.

შეხვედრის ანგარიში 38-ე წუთზე ჯუბ ბელინგემმა გახსნა, 86-ე წუთზე კი თავი კილიან მბაპემ გამოიჩინა და რეალმა მნიშვნელოვამი სამი ქულა მოიპოვა.

რეალი 2-0 სევილია

გოლები:
1-0 ბელინგემი (38'), 2-0 მბაპე (86')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, 42-ე ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ბარსელონას 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში სამეფო კლუბი საკუთარ კედლებში ბეტისს მიიღებს.