რეალის ქომაგები ატლეტიკოსთან მატჩში მე-20 წუთზე ვინისიუსს მხარდაჭერას გამოუცხადებენ
მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები, დღეს „ატლეტიკოსთან“ მატჩის მე-20 წუთზე ვინისიუს ჯუნიორის მხარდაჭერის გამოცხადებას აპირებენ.
Marca-ს ცნობით, კოპა დელ რეის მეოთხედფინალური მატჩის მე-20 წუთზე, რომელშიც „რეალი“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება, პუბლიკა ფეხზე წამოდგება და ვინის მხარდასაჭერად ტაშს დაუკრავს.
ამით მადრიდელ ქომაგებს ბრაზილიელის მხარდაჭერის გამოცხადება სურს, რომელსაც ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებენ და განსაკუთრებით „ატლეტიკოს“ ფანების მხრიდან ის რასისტული შეურაცხყოფების მიზანი არაერთხელ გახდა.
დღეს „ატლეტიკოს“ ქომაგებმა მადრიდში გამოფინეს ვინისიუს ჯუნიორის თოჯინა და დაურთეს ბანერი: მადრიდი „რეალს“ ვერ იტანს. თუმცა, ვინის მხარდასაჭერი აქცია „სამეფო კლუბის“ ქომაგებმა იქამდე გაცილებით ადრე დაგეგმეს.
მადრიდული დერბი სტარტს 23:59 საათზე აიღებს.