რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ესტებან გრანერომ, 34 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
„ელ პირატა“, როგორც მას მისი გოლის აღნიშვნის გამო უწოდებდნენ, კარიერას მადრიდის „რეალის“ ასაკობრივ აკადემიაში იწყებდა, საიდანაც 2007 წელს „ხეტაფეში“ გადავიდა. 2009-ში, „რეალმა“ ფეხბურთელი“ თავისთან დაიბრუნა და მან პირველ გუნდში 3 წელი გაატარა.
2012-ში, ესპანელი ინგლისურ „ქპრ-ში“ გადავიდა, იქიდან ჯერ იჯარით, შემდეგ კი გამოსყიდვით „სოსიედადში“ დაბრუნდა და 2017 წლამდე დარჩა, შემდეგ სამი წელი „ესპანიოლში“ ითამაშა და ბოლოს, „მარბელიაში“ იასპარეზა.
საინტერესოა, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ესტებან გრანერო არასდროს გამოუძახებიათ, მან ყველა ასაკობრივი გუნდის მაისურით ითამაშა, მაგრამ ძირითადი ნაკრების - არა.