ავტორიზაცია

რეალმა იუვენტუსი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა

რეალმა იუვენტუსი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა
თარიღი 02 Jul 2025, 01:12
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რეალმა იუვენტუსი მინიმალური სხვაობით დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის ბედი ძირითად დროში გადაწყდა — შეხვედრაში ერთადერთი გოლი გონსალო გარსიამ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის პასით გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

განსაკუთრებით გამოსარჩევია ტურინელთა მეკარის, დი გრეგორიოს, პერფორმანსი — მიუხედავად მარცხისა, მან 10 სეივი შეასრულა და უდავოდ იტალიურ გუნდში საუკეთესო იყო.



რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, რეალი 1/4 ფინალში დორტმუნდისა და მონტერეის შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა დღეს გაიმართება.