ავტორიზაცია

რეალმა მძიმე ტრავმის გამო შემტევი დაკარგა — ბოლო ცნობები მადრიდიდან

რეალმა მძიმე ტრავმის გამო შემტევი დაკარგა — ბოლო ცნობები მადრიდიდან
თარიღი 03 Mar 2026, 20:55
ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდის რეალის შემტევმა, როდრიგომ უმძიმესი ტრავმა მიიღო და მისთვის სეზონი დასრულდა.

ესპანური მედიის ცნობით, ახალგაზრდა ბრაზილიელმა მენისკი და ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც მინიმუმ 10 თვე ვერ განაახლებს ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ როდრიგომ მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბის მაისური 27 შეხვედრაში მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გაიფორმა.