რეალმა საუდის არაბეთის კლუბებს ვინისიუსის ფასი დაუსახელა
მადრიდის რეალის შემტევის, ვინისიუს ჟუნიორის დამატება საუდის არაბეთის კლუბებს სურთ და მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
ესპანური მედიის ცნობით, სამეფო კლუბს ბრაზილიელი ვარსკვლავის გაყიდვა არ სურს და ტრანსფერის მხოლოდ მაშინ შედგება, თუ მსურველი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, რომელიც 1 მილიარდი ევროა.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჟუნიორი რეალში 2018 წლიდან ასპარეზობს და 282 ჩატარებულ შეხვედრაში 95 გოლთან ერთად 83 ასისტი გაიფორმა.