რეალმა თვალი ლილის ახალგაზრდა თავდამსხმელს დაადგა

"რეალი" "ლილის" თავდამსხმელ ჟონათან დავიდით ინტერესდება, წერს Marca.
გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი 21 წლის კანადელის დამატებას კარგ ვარიანტად თვლის.
2021/22 წლების სეზონში დავიდმა "ლილის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ფრანგული კლუბის ახალგაზრდა ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს.