რეალს ანჩელოტისთან ახალი კონტრაქტის საკითხის მოგვარება შობამდე სურს

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ კარლო ანჩელოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება მტკიცედ გადაწყვიტა.
Relevo-ს ინფორმაციით, კლუბმა იტალიელ სპეციალისტთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები წამოიწყო, რადგან გუნდის ამ სეზონში ნაჩვენები თამაშითა და შედეგებით კმაყოფილია.
კლუბში მოსწონთ, როგორ პროგრესირებენ ანჩელოტის ხელში ახალგაზრდები - კერძოდ ვინისიუსი, როდრიგო, კამავინგა და ფედე ვალვერდე, რომლებზეც ამ სეზონში უფრო დიდი ფსონი კეთდება.
„რეალში“ დარწმუნებულები არიან, რომ ანჩელოტი 2-წლიან შეთავაზებას ბრაზილიის ნაკრების ინტერესის მიუხედავად დათანხმდება.
სავარაუდოდ, ახალი კონტრაქტის საკითხი კლუბსა და მწვრთნელს შორის შობამდე დაიხურება.