ავტორიზაცია

რეალს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე მატჩში გუნდის ლიდერი გამოაკლდა

რეალს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე მატჩში გუნდის ლიდერი გამოაკლდა
თარიღი 19 Jun 2025, 18:20
რეალ მადრიდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ალ ჰილალის წინააღმდეგ გამართა და მატჩი ფრედ 1:1 დაასრულდა.

მადრიდული კლუბი 22 ივნისს მეორე მატჩს პაჩუკას წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა ამ შეხვედრაში გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, კილიან მბაპე, გამოაკლდება.

კლუბის ოფიციალური განცხადებით, ფრანგ ფეხბურთელს მწვავე გასტროენტერიტი აქვს და სხვადასხვა გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით საავადმყოფოშია მოთავსებული.

ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი და დამატებითი ინფორმაცია მომავალში გახდება ცნობილი.