ავტორიზაცია

რეალს თავისი სატრანსფერო შეცდომის გამოსწორება უნდა

რეალს თავისი სატრანსფერო შეცდომის გამოსწორება უნდა
თარიღი 25 Jan 2021, 20:55
"რეალი" სერხიო რეგილონის "ტოტენჰემში" გაყიდვას ნანობს და მომავალ ზაფხულს მისი დაბრუნება უნდა.

"სამეფო კლუბი" მზადაა 24 წლის მარცხენა მცველში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს, წერს Sport.es.

მადრიდულმა გრანდმა რეგილონი "ტოტენჰემში" 2020 წლის სექტემბერში გაუშვა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში მისი უკან შესყიდვის უფლება დაიტოვა.

ახლა კი, მთელი რიგი პრობლემების გათვალისწინებით, "რეალი" ზემოთნახსენები პუნქტის გააქტიურებით სერიოზულად დაინტერესდა.

"ტოტენჰემმა" შემოდგომაზე რეგილონის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადახაიდა, ახლა კი "ბლანკოსი" მასში 10 მილიონით მეტს იხდის. სერხიომ მადრიდის დატოვება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედიოდა.