რეალში ჩაბი ალონსოს დებიუტი შედგა — სამეფო კლუბი ალ ჰილალს დაუზავდა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს მადრიდის რეალი და ალ ჰილალი დაუპირისპირდნენ — მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
შეხვედრის ანგარიში სამეფო კლუბმა პირველი ტაიმის მიწურულს, 34-ე წუთზე გონსალო გარსიას გოლით გახსნა, რასაც რუბენ ნევეშმა 41-ე წუთზე უპასუხო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სადებიუტო იყო ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის. რეალმა პირველი მატჩი ჩაატარა ჩაბი ალონსოს თავკაცობით, ხოლო ალ ჰილალში სიმონე ინძაგის დებიუტი შედგა.