ავტორიზაცია

"რეალში ჩემი ბოლომდე არ სჯეროდათ, პსჟ-ში ყველაფერი სხვანაირადაა", - კეილორ ნავასი

"რეალში ჩემი ბოლომდე არ სჯეროდათ, პსჟ-ში ყველაფერი სხვანაირადაა", - კეილორ ნავასი
თარიღი 03 Mar 2021, 17:45

„პსჟ-ს“ მეკარემ, კეილორ ნავასმა, „რეალში“ ასპარეზობის პერიოდი გაიხსენა.

„პარიზში თითოეულის სიყვარულს ვგრძნობ. ესპანეთში მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი ბოლომდე არ სწამდათ.

„რეალის“ ქომაგების დიდი მადლიერი ვიქნები ყოველთვის მხარდაჭერისთვის და იმისთვის, თუ როგორ ვუყვარვარ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი შევიცვალე. „რეალში“ თანაგუნდელებს ჩემი ყოველთვის სწამდათ.

თუმცა, „პსჟ-ში“ მაინც სხვანაირადაა. აქ ჩემი ყველას სჯერა და ვცდილობ, ეს ნდობა ყოველ თამაშში დავამტკიცო.

როცა „რეალში“ მოვედი, არ მიცდია დამტკიცება, რომ კასილასზე უკეთესი ვიყავი და რომ ჩემი კარიერა მისაზე წარმატებული იქნება. უბრალოდ, მაქსიმალურად ვცდილობდი მოცემული შანსი გამომეყენებინა, თავდაუზოგავად და მორიდებულად მეშრომა და გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს ძალებში იყო.“ - აღნიშნა ნავასმა.

მადრიდის „რეალში“ კოსტა-რიკელი გოლკიპერი 2014-2019 წლებში ასპარეზობდა და გუნდთან ერთად ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.