რეალში მბაპეს ნომერი და პრეზენტაციის თარიღი ცნობილია

რეალმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის ახალწვეული, კილიამ მბაპე 9-ნომრიან მაისურს აიღებს.
მადრიდულ გრანდში ფრანგი ფეხბურთელის პრეზენტაცია 16 ივლისს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება. კილიანი სანტიაგო ბერნაბეუზე პრესკონფერენციასაც გამართავს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მბაპეს ლუკა მოდრიჩის პარტივისცემის გამო 10-ნომრიანი მაისური არასდროს მოუთხოვია.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ტონი კროოსის 8 ნომერს ფედე ვალვერდე მოირგებს.