რეალში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა - ალაბა სხვა კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
"ბაიერნის" მცველი, დავიდ ალაბა ინგლისურ კლუბებთან და "პსჟ"-სთან აწარმოებს მოლააპრაკებებს.
როგორც ცნობილი გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, 28 წლის ავსტრიელს "რეალის" შეთავაზება არ აკმაყოფილებს - საქმე ფინანსურ მხარეს ეხება.
"ბაიერნთან" ალაბას მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. 16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე უკანახაზელმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენს დატოვებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელი "რეალს" პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.
ალაბა "ბაიერნში" 2008 წელს გადავიდა. 12 წლის განმავლობაში მან გერმანიის ჩემპიონატი 9-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, გერმანიის თასი 6-ჯერ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი ერთხელ მოიგო.