რეალთან მატჩში პსჟ-ს 2 ფეხბურთელი დააკლდება

ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან.
აღნიშნულ შეხვედრაში ორივე გუნდს ჯამში სამი ფეხბურთელი დააკლდება. პსჟ-ს მხრიდან მატჩს გამოტოვებენ ლუკა ერნანდესი და ვილიან პაჩო, ხოლო რეალიდან — დინ ჰაუსენი.
ყველა მათგანი ნახევარფინალს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს, რომელიც 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრებში მიიღეს.
მატჩი 9 ივლისს, თბილისის დროით 11:00 საათზე გაიმართება.