ავტორიზაცია

რეკორდული გაყიდვა სოსიედადისთვის - ალექსანდრ ისაკი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

რეკორდული გაყიდვა სოსიედადისთვის - ალექსანდრ ისაკი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 24 Aug 2022, 17:00

შვედი ფორვარდი ალექსანდრ ისაკი „რეალ სოსიედადიდან“ კარიერას „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

El Diario Vasco-ს ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა გააკეთა შეთავაზება, რომელზეც „სოსიედადმა“ უარი ვერ თქვა.

კერძოდ, ყველანაირი ბონუსის ჩათვლით, „ნიუკასლს“ ისაკის ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდება და ასევე, ბასკური კლუბი ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვიდან თანხის 10%-ს მიიღებს.

ცნობისთვის, ეს „სოსიედადისთვის“ რეკორდული გაყიდვაა - ამაზე ძვირად კლუბს ფეხბურთელი არასდროს გაუყიდია. 

ისაკი „სოსიედადში“ 2019 წელს დორტმუნდის „ბორუსიადან“ დაახლოებით 6-10 მილიონ ევროდ გადაბარგდა. 

გასულ სეზონში ფეხბურთელმა ლა ლიგის 32 მატჩში 6 გოლი გაიტანა.