რემონტადა ვერ შედგა — ატლეტიკო მადრიდი კოპა დელ რეის ფინალშია

კოპა დელ რეის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ბარსელონამ ატლეტიკო მადრიდს უმასპინძლა.
კამპ ნოუზე მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში ძალიან დაძაბული შეხვედრა იხილა. ბარსელონა მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, ამასთან ერთად უამრავი რეალური საგოლე მომენტიც შეექმნა, თუმცა ატლეტიკოს დაცვისა და მეკარის წყალობით, მასპინძლებმა ვერ შეძლეს თამაშის ბედის გადარჩენა და ფინალში გასვლა.
კატალონიელებმა მადრიდელებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს, თუმცა მადრიდში პირველი შეხვედრა 0-4 წააგეს და ორი მატჩის ჯამში (3-4) დამარცხდნენ.
გოლების ავტორები: 1-0 მარკ ბერნალი 29', 2-0 რაფინია 45+5', 3-0 მარკ ბერნალი 72'.


