ავტორიზაცია

რენატოს გარდა, რომა პსჟ-ს კიდევ ერთ ნახევარმცველს იმატებს

რენატოს გარდა, რომა პსჟ-ს კიდევ ერთ ნახევარმცველს იმატებს
თარიღი 13 Aug 2023, 22:48
რენატო სანჩესის გარდა, „რომამ“ „პარი სენ-ჟერმენთან“ კიდევ ერთ ფეხბურთელზე მიაღწია შეთანხმებას.

FootMercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, ლეანდრო პარედესი „პსჟ-დან“ კარიერას იტალიურ „რომაში“ გააგრძელებს.

კლუბებმა სრულ შეთანხმებას მიაღწიეს, არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი „რომას“ 5 მილიონი ევრო დაუჯდება.

თავად პარედესი იტალიურ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.