რიბერი ბოატენგს და ბალოტელის შეუერთდება?

ამ სეზონის შემდეგ, ფრანკ რიბერიმ შესაძლოა „ფიორენტინა“ დატოვოს.
იტალიური პრესის ინფორმაციით, 37 წლის ფრანგ ვეტერანს ბუნდესლიგაში სურს დაბრუნება. თუმცა, მას აქვს „მონცას“ ვარიანტიც, რომელიც ამჟამად სერია ბ-ში ასპარეზობს და „მილანის“ ყოფილ მფლობელს, სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის.
„მონცაში“ ამჟამად უკვე თამაშობენ კევინ-პრინც ბოატენგი და მარიო ბალოტელი და შესაძლოა, რიბერი გუნდის მესამე ვარსკვლავი გახდეს.
მიმდინარე სეზონში, ფრენკმა „ფიორენტინას“ მაისურით 20 მატჩში 1 გოლი და 5 ასისტი მიითვალა. მისი კონტრაქტი ამ ზაფხულს იწურება.