რიბერიმ კარიერა შესაძლოა სერია ა-ს სხვა კლუბში გააგრძელოს
"ფიორენტინას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი შეიძლება "სამპდორიას" ფეხბურთელი გახდეს.
როგორც La Nazione იტყობინება, 38 წლის ფრანგმა იტალიურ კლუბთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა.
რიბერის კარიერის დიდი ნაწილი "ბაიერნში" აქვს გატარებული, თუმცა ბოლო ორი სეზონის მანძილზე "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა.
ვეტერანმა შემტევმა სერია ა-ს გასულ გათამაშებაში 29 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მოგეხსენებათ, ფლორენციულ კლუბთან რიბერის ამ ზაფხულს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.